Litclub.ge

ამირანი
განა მართლა ხარ ამირანი–ქრისტეს ნათლული...
მდიდარი ხარ და უდარდელი უფლისწულივით,
დევებს შორიდან ესალმები დარდიმანდულად
და არც ბეჩავთა ქომაგობის არ გაქვს სურვილი.
ავსულებს, დევებს შიშისზარი უნდა კრუნჩხავდეს,
შენ კი არჩიე განზე იდგე ბევრგან და ბევრგან,
ისე იცხოვრო,ღმერთს ერთხელაც არ აუჯანყდე
და ამირანიც მხოლოდ ისე სახელად გერქვას.