Litclub.ge

რთველია, რთველი!
სიმძიმით დაბლა იხრება ვაზი,
თვალს ვერ ვაცილებ დაბინდულ მტევანს,
ო, როგორ გითხრათ, ამ სილამაზის
ნამდვილი ტყევ ვარ.
ეს მშვენებაა, მართლაც ზღაპრული,
მართლაც ასეა, და განა არ ჩანს?
როცა ქვევრებში გააქვს დგაფუნი
ლალისფერ მაჭარს.
დავალ ნამიან ლორთქო ბალახზე,
ვგრძნობ, ნიავივით გრილია მიწა,
გულს ემღერება... ვხედავ, მაღლა მზე
ოქროს თმებს იწნავს.
კვლავ მტევანდაყრილ ვაზებს დავხარი,
ხარობს გულსავსე ალაზნის ველიც,
ისმის მარნებში სიცილ-ხარხარი,
რთველია, რთველი!