Litclub.ge

გლოვობს კლავიში
მსხვრეული სტრიქონში იტირებს მუზა,
ღამენათევი რიჟრაჟი მოვა. . .
ძველ მონატრებას ვერაფერს ვუზამ,
გულში დამრჩება ფარული გლოვა.
კვლავ მესმის შენი თბილი სიმღერა,
ჩვენს განშორებას გლოვობს კლავიში. . .
სინამდვილე კი უხეში ხელით
მოვა და შენზე ფიქრებს წამიშლის.