Litclub.ge

შემოდგომის საღამო
ვეფიცხები მოგონების წამებს,
საღამოა მშვიდზე უმშვიდესი...
გულუბრყვილოდ აფახულებს თვალებს
ოცი წლის წინ დაწერილი ლექსი.
ჰოი, გულო, რა დროს ამიკვნესდი!
აჭრიალდა ბედის კარუსელი...
მე რამდენი ნატვრა აგისრულე _
შენ ერთ ტკივილს ვეღარ გაუძელი!
უკვე სიკვდილ-სიცოცხლეზე ფიქრში
გაირინდა მოწყენილი ქნარი...
აწი გინდა სიყრმე გინატრია,
გინდ წყვდიადში დაგიხუჭავს თვალი.