Litclub.ge

აღსარება
როდესაც ვამბობ: სხვა გზა არა მაქვს: სხვას გულისხმობენ
ან ესმით ცუდათ
და მიაჩნიათ ალბათ არაფრად, რომ კარგ მთქმელს კარგი
გამგონე უნდა.
ღმერთმანი მესმის სიტყვის ბარაქა: სიტყვა სათქმელის
ზუსტი მინდია,
როდესაც ვამბობ: სხვა გზა არა მაქვს _ საითაც მინდა,
იქით მივდივარ.
ხშირად ვუყურებ აშკარად ბრიყვებს, რიცხვი ვაგლახად
არც თუ მცირეა _
მათთვის ცხოველთა მეფეა ციყვი და წერა-კითხვა წერტილტირეა.
მრავალი სიყრმე მაცილმა იყმო _ ამაშიც ბედის დიდი
წილია,
ხო და მეც ვამბობ: ვირმა რა იცის, ლექსი და ხურმა თუ
რა ხილია.
ყველას თავისი ბედი აწვალებს, ყველა თავის გზით
დაიარება,
მე მაინც ყველა ჭკუას მასწავლის, ვისაც უნდა და არ
ეზარება.
გული გამიხდა რიყის ქვასავით, თუმც რასაც ვხედავ
ირგვლივ _ ქვებია _
ყველანი ერთად, თითქოს მთარსავენ, სისულელეებს
მეკითხებიან _
მეკითხებიან: _ აბა რასა იქმ? რა დაგემართა? _
რა მოგივიდა?
რად გავიწყდება შენი ასაკი _ რატომ იქცევი თითქოს
ჯიბრითა?
რა ვუპასუხო? _ რაც დამემართა, ის მომივიდა, მეტი არა
და
ისევ დავთვრები გონის წასვლამდე ზაპოროჟიელ
კაზაკივითა.