Litclub.ge

გამოუნელდა მზე ღვინოსავით
გამოუნელდა მზე ღვინოსავით
და ჩაადევნა მზერა დაღმართებს...
ერთ დროს მეხვავე იყო მოსავლის,
არ ჩერდებოდა კაცი დაღლამდე.
ახლა ძლივს მიდის. თითქოს ფეხს ითრევს,
თითქოს ყოფიდან ვერ გაეტია...
რა დანანებით ხელს უქნევს მინდვრებს, _
თვალს მიფარებულ მზეს გაეტირა.