Litclub.ge

ზმანება №9
მასულდიდგულებს სიტყვის მარილი...
გადადილავდა... მაღლა ლაღობს მზე...
შემომექამრა წელზე არილი
და გრძნეულივით შევდექ მაღლობზე.
იქ აღმაფრენის ელვამ იელვა,
ფიქრი საწიერს ალად მოება...
შემომათენა მზერა ციერმა
და... გააჟრჟოლა ამაოებას.