Litclub.ge

*** "არ ღირსისათვის წყალობისა
არ ღირსისათვის წყალობისა
წყალობა ჰყავ უფალო,
სულის მკვლელთა ვნებათაგან
მყავი თავისუფალი, _
უკვდავების ხმა მესმოდეს,
უკვდავთა საუბარი, _
დედამიწა გახდა ოდეს
უგრძნობელთა უბანი...
არაღირსი წყალობისა, _
შემიწყალე უფალო.