იდიდოს შენი სახელი
ყოვლთა ბოროტთა მლახვრელი
წმიდავ გიორგი, ჰფარვიდე
კეთილსა ქვეყანასაო,
გულდაწყლულებულს ჰკურნავდე,
თვალს აუხელდე ბრმასაო,
დააჯერებდე მოკვდავთა _
მთაზე შეადგამ მთასაო,
ვინც ვერა იცნას კეთილი,
დააბრალებდეს თავსაო.
სიკეთის ზღვაში კეთილად
დააცურებდე ნავსაო,
ჭეშმარიტება მაღალი
გაგვინათებდეს გზასაო,
წმიდავ გიორგი, ჰფარვიდე
ქართველთა ქვეყანასაო.