Litclub.ge

თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს
ეს ლექსი ვუძღვენი ჩემს შვილს
_ პაკო ცერცვაძეს, რომელიც
ახლა სხვა განზომილებაშია
წმინდა სანთლის სხივი ხარ და
ჩაუმქრალი ღიმილი ხარ...
და არავის... სულ არავის არ გავხარ...
თეთრი ხარ და ყირმიზი ხარ...
ვინც შეგწვდება იმისი ხარ...
შენს ლოდინში სიჭაბუკე გათავდა...
სადღაც მიქრის თეთრი რაში...
სადღაც მღერის თეთრი გედი...
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ...
აენთება ღვინო ჯამში....
აფეთქდება ჩემი ლექსიც
და შენ დაგენთება, კარგო, კელაპტრად.
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ...
თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს...
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას _
_ მიართვით!.. მიართვით!...
ვინც დალია _ ისევ იმან დალიოს...
ვინც უყვარდათ _ ისევე ის უყვარდეთ...
ვინც ელოდა _ მიეგებოს ალიონს...
სინათლე!.. სინათლე!..
საქართველო _ უსასრულო ფიქრია...
ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს...
რა მძიმე და რა მუსბუქი ტვირთია _
გიყვარდეს...
გიყვარდეს!..
სადღაც მიქრის თეთრი რაში...
სადღაც მღერის თეთრი გედი...
ყველაფერში დამნაშავე შენა ხარ...
აენთება ღვინო ჯამში...
აფეთქდება ჩემი ლექსიც...
და შენ დაგენთება კარგო კელაპტრად.
სხვანაირად ვერ ვიქნები...
ყოველ ღამით _ შენთვის ვკვდები...
ყოველ დილით _ შენით ვთვრები ხელახლა...
ზედაზენზე ცისკარს ვხვდები...
მეტეხთან მტკვარს ვუერთდები...
და ვძმაკაცობ _ მხოლოდ ტატოს მერანთან...
მე მოსისხლე მტერიც მიყვარს...
და ვინც მიყვარს _ მართლა მიყვარს
ასაკით კი _ საქართველოს ხნისა ვარ...
და ყველაზე ნაღდი სიტყვა,
რაც კი მითქვამს, შენთვის მითქვამს...
შენ ხომ ჩემი თეთრი სერაფიტა ხარ...
თავს მოიკლავს თეთრი გედი ამაღამ...
თეთრი რაში არ დაიდგამს უნაგირს...
ეს ფიალა უყვარს უფალ თამადას _
_ მიართვით!.. მიართვით!..
ვინც დალია _ ისევ იმან დალიოს...
ვინც უყვარდათY _ ისევე ის უყვარდეთ...
ვინც ელოდა _ მიეგებოს ალიონს...
სინათლე!.. სინათლე!..
საქართველო _ უსასრულო ფიქრია...
ჯვარზე გაკვრა იმავ წუთს და იმავ დღეს...
რა მძიმე და რა მსუბუქი ტვირთია _
გიყვარდეს...
გიყვარდეს!
საით მიქრის თეთრი რაში?!.
რატომ მღერის თეთრი გედი?..