Litclub.ge

*** "როგორ გავძელით"
როგორ გავძელით...
_ რომ ვერ გავძვერით _
_ ისევ იმ წყეულ წრეში ვტრიალებთ.
ყველას მივყვებით...
ყველას ვუმღერით...
ვინც თვალწინ ნაჭერს აგვიფრიალებს.
როგორ გავძელით...
დროზე გავსხალით...
მაგრამ რად გინდა... (ჩვენზე ახია)
იქ არ მწიფდება _ სადაც ჩავყარეთ,
ღვინობისთვეში კიდევ მკვახეა.
როგორ გავძელით...
ეს თქარათქური _
გაღვიძებული სულის კვდომაა...
სხვის საწნახელში ჩუხჩუხებს ტკბილი...
და რა... ჩვენთვისაც შემოდგომაა?!.
როგორ გავძელით...
როგორ დავთვერით...
ისევ ეშმაკის წრეში ვტრიალებთ...
კვლავაც მივყვებით...
ყველას მივყვებით...
თვალწინ ნაჭერს ვინც აგვიფრიალებს.