ჩვენ დავიბადეთ განთიადისას,
როგორც უმწეო წვეთები ფოთლის,
ჩვენ დავიბადეთ, მაგრამ ვერაფრით
ვერ გავიხსენეთ: რა მოხდა, როდის,
ჩააქრეს შუქი და სიბნელეში
გზას მივიკვლევდით ხელის ცეცებით,
და ამ ლტოლვაში ბევრჯერ გავწირეთ
ჩიტის ბარტყი და მერცხლის კვერცხები.
ჩვენ თავიდანვე ერთმანეთს ვგავდით
და სიბნელეში დავცილდით როცა,
სახე გვეცვალა, დედა ფოთოლზე
სხვადასხვა მხარეს დავიწყეთ ცოცვა.
დღეს ადამიანს შველა სჭირდება,
შენც თუ იცი და შენც თუ გაწუხებს,
ერთად წკრიალებს ყველა ყურმილი,
გაბედე, მიდი და უპასუხე.