Litclub.ge

მზე ენთო, მაგრამ
თითქოს მდინარეც ჟრჟოლას ამთავრებს,
ხევში ჩადგება ქარი თუ არა...
შეხედე, ღრუბლის ჩრდილმა საფლავებს
რა ფეხაკრეფით გადაუარა...
იმ ღრუბლის სევდით შემომჩითველი
შუქი დიოდა მნათის წყაროდან,
საფლავზე ერთი ვარდი წითელი
ხარობდა, მაგრამ არ უხაროდა...
ბალახებს ისევ დარდად ეფინათ
ციმციმი ნამთა, ღამენათევთა...
საფლავის თავზე ჩვეულებრივად
მზე ენთო, მაგრამ არ ანათებდა.