Litclub.ge

აჰა, წაიღო
ხალხურ მოტივებზე
აჰა, წაიღო სიცოცხლე
საწუთროს ქარმა მყივარმა,
ამაო მიმოდგომამა,
ამაო ტანჯვა-წრიალმა,
სანამდე მიწა შემჭამდა,
ჯავრმა შემჭამა ტიალმა.