Litclub.ge
*** "მადლიან ძუძუთ შენ დამაპურე"
მადლიან ძუძუთ შენ დამაპურე,
შენ მიქარგავდი ჩოხის ყაწიმებს,
კვლავ დედასავით ჩემს გზას გაჰყურებ,
რომ ღირსეული ვიყო კაცი მე.
შენი შვილობა წილად მხვდა რაკი,
ღმერთს რაღა ვთხოვო მეტი სიამე,
აჰა, ეს გული, როგორც ზვარაკი,
წყლული სხვა რამით ვერ დაგიამე.