Litclub.ge

*** "თვალებმა: მიყვარს, მიყვარსო"
თვალებმა: მიყვარს, მიყვარსო,
ენამა: არა, არაო...
რამდენჯერ ქარში დაღლილა,
რამდენჯერ ცეცხლში მდგარაო.
სევდის პირმზითებს ამშვენებს
თავდავიწყების ყანაო.
ფიქრით სულ იმის კვალზეა,
მიჰყვება, მიანკარაობს...
თვალებმა: მიყვარს, მიყვარსო,
ენამა: არა, არაო.