ფუი ეშმაკს!..
/ეშმაკები გვაზის მხრებზე!../
ქართველებო,
ერთმანეთი დავინდოთ!..
სანამ მეფობს ჩვენს სულებში თამარ მეფე,
სანამ ჩვენში დავით მეფე დავითობს!..
ფუი, ეშმაკს!..
/ვინ დაგვწყევლა ასე გულით!../
ძმა ძმის აუგს მთელს ქვეყანას გაჰკივის,
ბევრი გვქონდა სისხლიანი გაზაფხული,
შემართება იყო ეს 9 აპრილი!..
... მაგრამ, ძმებო,
ბაზალეთი გვტკივა მეტად!..
/ძმა ძმისაკენ სასიკვდილოდ მიიწევს!../
და ქართველი ქართველისგან ისევ კვდება,
ხატს და მირონს, ჯიშს და ჯილაგს
ივიწყებს!..
ფუი ეშმაკს!..
/ღმერთი ჩვენთვის აღარ იცლის.../
უცხო ტომი ხელებს ითბობს ღადარზე!..
ქართველებო,
ახლა უნდა დავდოთ ფიცი,
თუ გვინდა, რომ მომავალი გადარჩეს!..
ფუი, ეშმაკს!..
/ეშმაკები გვაზის მხრებზე!../
ქართველებო,
ერთმანეთი დავინდოთ!..
სანამ მეფობს ჩვენს სულებში თამარ მეფე,
სანამ ჩვენში დავით მეფე დავითობს!..