Litclub.ge

ნ. ქ.-ს
ასე უბრალოდ დავშორდით ერთურთს,
ასე უბრალოდ ვიბრუნეთ პირი...
საკვირველია ცხოვრება ჩვენი,
როცა ადვილად ვგლოვობთ და ვტირით,
როცა ადვილად ვიტანთ სატკივარს
და არაფერი აღარ გვაოცებს...
ნაცნობ ქუჩებში ისე დავდივართ,
დავდივართ, როგორც სასაფლაოზე!..