Litclub.ge

*** "ჩემი სულის ღმერთები"
ჩემი სულის ღმერთები
სადღაც შორს მიფრინავენ...
მიწიერი ვედრებით
შევრჩი ადამიანებს...
შევრჩი,
ვხედავ მადლია
ჩემი სულის მოთოკვა,
ჩემში კარგი რაც კია,
ჩემში რაც კი მომწონდა –
ვერ პოულობს საყდარს და
ქარს მიჰყვება ქარივით...
სული ჩემი გაწამდა,
სული – თეთრი ყვავილი!