Litclub.ge

აღმაშენებელი
უკვდავებისთვის ეყოფა
ცხრა ერს დავითის მეფობა!
მეფე
აფხაზთა,
ქართველთა,
კახთა,
სომეხთა,
რანთა...
სხვას,
სხვას ვის ჰყავდა
თუნდ მაშინ,
თუნდ სხვა დროს,
ქართველთ გარდა!
დავითმა ხმალი იშიშვლა,
მტერი გაფუჭდა შიშისგან!
გადაირბინა
ტაოსკარი
თურქის ლაშქარმა,
ვით ტურის ჯოგმა,
ძუ ავაზის ღრენით დამფრთხალმა.
უკუქცეულმა
სპარსმაც შარა გაავერანა,
და გაიშალა,
აღორძინდა ქართველთ ქვეყანა!
აგო ტაძრები,
ხანაგები,
გზები,
ხიდები...
კაი დრო იყო,
საქართველოს სცნობდნენ დიდებით.
უკვდავებისთვის ეყოფა
ცხრა ერს დავითის მეფობა!