Litclub.ge

ფოთოლცვენა
ჩაყვითლებულმა გული ჩამწვეს
ჩალის ღერებმა,
`არ მოწიოს~ და `არ დალიოს~
წუწუნებს ცოლი,
ფოთოლცვენაა, ხედავ, ქალო, არ მემღერება,
შემოდგომასაც გაზაფხულის
სასწორზე სწონი,
ფოთოლცვენაა, სევდა უკვე ძვალში გავიდა,
ყელში ბურთი მაქვს გაჩხერილი მახრჩობს,
ღრიჭინობს,
ღვინო კი არა, ჩამომისხი საწამლავიდან,
თავი როგორმე საწამლავით გადავირჩინო.