Litclub.ge

ჩემი სამშობლო
ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი...
ს.ჩიქოვანი
ჩემი სამშობლო გაყიდულია,
ჩემი სამშობლო გაქურდულია.
ზღუდეს ვერ ნახავ აქ ურდულიანს,
ციხეს ვერ ნახავ ცხრაკლიტულიანს.
ჩემი სამშობლო შავი ხვრელია,
ვერა და ვეღარ ეღირსა მზის სხივს,
(მისთვის მთავარზე მთავარი სისხლი,
ვაი, ჯერ კიდევ დასაღვრელია!)
სამშობლოს ჩემსას პატრონი არ ჰყავს,
სამშობლო ჩემი ჰგავს ეკლესიას,
ეშმაკები რომ შემოესია
და ღამით მათი ყიჟინი არყევს.
`ჩემი სამშობლო, დიდების ღირსი~,
გაფლანგულია, გაძარცულია.
ღმერთო, აქ მართლა რა წარსულია
და რა უმწეო აჩრდილი მისი!