Litclub.ge

ასასინები
როდესაც დღიურ გარჯით დაღლილი
მე მივეგდები სადმე ძაღლივით,
დავხუჭავ თვალებს დასაძინებლად,
მომელანდება შავი ლანდები
გარდასახულნი ასასინებად.
მე მათ ფეხებში რად ვებლანდები?
(ასე ჩვევია მარტო სნებიანს!)
ლანდები, თურმე, მატროსებია
და შტორმის მერე `ას-ასი~ ნებავთ.