Litclub.ge

ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი
სალომეს
თვალებმა ფოფინამ სინათლე მომფინა –
ვარსკვლავთა ყვავილებს მესვრის,
სალომე – ჩემი სიცოცხლის საზომი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
მოვიდა იმედად და ნამი მაპკურა,
ხელახლა გაცოცხლდა დაღლილი ფესვი,
სალომე – ჩემი უტკბესი სიმღერა,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
თაკარა ზაფხული ხელებში მადნება,
დრო აღარ მეყოფა თესვის,
სალომე – ჩემი სიკეთის ნაყოფი,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.
სიზმარმა მაჩუქა ზღაპრული ფერია
ზურმუხტი თვალების კვესით,
სალომე – ჩემი სუნთქვა და სინათლე,
ჩემი ყველაზე ლამაზი ლექსი.