Litclub.ge

*** "ჩამოიშალა ბინდის ბულული"
ჩამოიშალა ბინდის ბულული,
ჩამოეფინა მხრებზე უღრანებს
და უღრანები ჩამობურული
მგლების ყმუილით ღამეს უღრენენ...
მივდივართ,
შორით ღელვაავსილი
მღვრიე არაგვი გვიხმობს ღულის ძირს,
ბნელში სანთლებად ელავს ასკილი
გზად გამოსული ჩვენი გულისთვის!..