Litclub.ge

არაგველების მონოლოგი
ხმლებით ატეხილ ქარით ვშრებოდით,
წყლულს ცხელი სისხლი გვბანდა,
ერთი მტრის ჩეხვას ვერა ვრჩებოდით,
ზღურბლთან მეორე ჩანდა.
მუხლთ მაინც არვის არ ვექნებოდით
ღვთის და მამულის გარდა,
ჩვენ სიკვდილითაც ისე ვკვდებოდით,
რომ უკვდავებას ჰგავდა.