ვინ აცლიდა ლექსს და მღერას,
ზედ აკლავდნენ კავს და ერქვანს,
სისხლის ბევრი ნაკადული
ზღვამ და ხმელმა დაილექა.
ვეფხის წიგნით ანცვიფრებდა
თურმე მედინას და მექას,
ღმერთი მარჯვენს უკურთხებდა
მაღლით ბეშქენსა და ბექას.
ურიცხვ მტრისგან გათელილი,
როგორც ალვანური თექა, _
მაინც პირჯვარს ისახავდა,
მაინც საქართველო ერქვა