Litclub.ge

გეომეტრია
ბღავილის კვადრატში
ვარჯიშობს ტანგენსი
სინუსის
ნაპირზე
იხრჩობა ანკესი
ელიფსის ეზოში
გორავენ რომბები
სიცილის სამკუთხედს
ესროლეს ბომბები
ჰიპოტენუზა
სევდიან კათეტებს
კუთხესთან დაუდებს
მართკუთხა კატლეტებს.