Litclub.ge

*** "თვალებჟივჟივა ასულო ვაზის"
თვალებჟივჟივა ასულო ვაზის,
განა ერთად არ დავიმახსოვრეთ,
განა ერთნი არ არიან:
ბეწვი და მიწა _ შებინდების ხანს
ერთნაირად მოფარფატენი.
წყალი და ქალი _ თმებჩქერალები,
ერთნაირი ხმით მოწყენილები.
კვიცი და ბავშვი _ მშვიდი თვალებით
ჩვენი გზებისკენ მზირალები.
და ორი ხელი _ მემთვრალესა და ჭირისუფალს
შეფიცულები.