Litclub.ge
*** "ორ მივიწყებულ სიტყვას დავეძებ"
ორ მივიწყებულ სიტყვას დავეძებ,
დავბერდი ბედის ძებნა _ ლოდინში,
თავის ადგილზე მინდა დაბრუნდეს
სიტყვა მადლობა, სიტყვა ბოდიში.
მე ერთხელ, ალბათ უკვე ვიყავი
და იმ ცხოვრებას ერქვა გართობა,
ქვეყნად მეორედ მიტომ მოვედი,
მეთქვა ბოდიში, მეთქვა მადლობა.