(ნინოს)
სულ ახალგაზრდა დააბერა
თოვლმა აპრილი...
ოდესმე მაინც
ხომ უნდა გითხრა,
თუნდაც უსიტყვოდ ამ სიყვარულზე...
შენ იღიმები,
კურცხალი ბრწყინავს
ცრემლში ალმასი გაინამდვილებს
და ირეკლება ტყემლის ყვავილში _
აპრილის ბოლოს მაინც მოთოვა...
ფერადი, როგორც სიმღერები,
თოვლმა დააქრო,
ტყე გააფითრა
ფრინველების დუმილმა თოვლით,
ქარმა იმძლავრა,
ააქაფა თეთრი წყვდიადი,
რეკავს...
ტყემლები იმეორებს: ზარი და ზარი...
ვიცი, ერთხელაც შენს წინაშე
სიმუნჯე მომკლავს
და მწუხარებით სრულქმნი საღამოს...