Litclub.ge

*** "ვერ მოესწრები საკუთარ ტრიუმფს"
ვერ მოესწრები საკუთარ ტრიუმფს,
არ გეღირსება ზეცის თაღები.
ვიღაცა კეტავს სინათლის ტრიუმს
და იმუქრება სულის აღებით.
დაგეწაფება მალე წყვდიადი,
ეშმაკმა უწყის, რა, სადაური.
მაინც რატომღაც იყო დიადი
შენი ცხოვრება უსათაურო.