Litclub.ge

*** "ახლა ისეთ კარ ხასიათზე ვარ"
ახლა ისეთ კარგ გუნებაზე ვარ,
თითქოსდა გველი მომეკლას ცელით.
მშობლიურ მთებში თიბავს არსენა
და ჩემთან ერთად `მთიბლურსაც~ მღერის.
მე გავიზარდე, აღარ ვარ ბავშვი
და მიხარია მწვანე ნათიბი
და ჩიტებივით დაფრენენ ცაში
ჩვენი ცელების ათინათები.