ვარ ზამთარი დაზაფრული,
მეშინია დაძახების,
მაგრამ რომ ვთქვა _ გაზაფხული!..
ამოხეთქავს ზამბახები.
ზოგს უსკდება მღერით ყელი,
ვინ ტირის და... და ვინ ჩივის,
ქარი მძერწავს თბილი ხელით,
ლეონარდო დავინჩივით...
გალობს კვირტი მზეზე ეჭვით,
ალვაც ღელავს და ჯეჯილიც,
და ბილიკზე მოდის ბიჭი,
ჯეჯილივით გაჯეჯილი...