Litclub.ge

ნუთუ იქ არაფერი ხდება?
როგორი მშვიდია ცა;

ღმერთო, რამდენი ვარსკვლავია

ამ ლამაზ ცაზე!.. 

დიდნი,

მცირენი,

მბჟუტავნი თუ

მოკაშკაშენი _

ყველა თავისას ციმციმებს და

ერთნაირად ჩუმად არიან. 

ნუთუ იქ არაფერი ხდება?

ნუთუ იქ ყველაფერი გარკვეულია

და ყველამ იცის

თავისი ადგილი?