ვერ გავიგ, რაი მიკივის სულში
და მგლების სისხლში აგრე რაი ყეფს,
ქალაქჩი რისთვის ჩამოწვა ქუში,
რად დაუჟანგდათ ხმალი კაი ყმებს.
მთებში ეთერით გავილეშია,
ხევსურს ლექსებსა რაი დაულევს,
ცხენს გავაჭენებ საჯიხვეშია,
შავ სისხლს ავუმღვრევ დაიაურებს.
`კლდე-კლდე დავფურცლავ~
ღამით არხვატსა,
ჩანჩქერს დავწველი როგორც მსურსაო,
ბარისახოში ვუკოცნ მხარ-მკლავსა
იმ ჩემს ძმადნაფიც გოგოჭურსაო.
ცხვარსაც დავწველი `შავი ცხვრის რძესა~
გავტეხ კოკასა წყლით _ საფიხვნოზე,
ხვადებო, ყიჟინს დასცემთ ქისტებსა,
ნაბდად გაიფენთ შვლის ქათიბს თოვლზე.
მზე ბატარაი საგზლად მწყურია,
თორე რაი მინდ მთებზე უცხოსა,
ნუ გგონავთ, ქალაქს გაზაფხულია,
გაზაფხულს მაქეთ ვეძებ მუცოსა!