Litclub.ge
ღამის ეტიუდი
ვნებიან ქარის ჩურჩული ისმის,
თან, უცახცახებს შლეგი სხეული,
გამოკვართულა ლილისფერ ნისლში
თუთა ნეკნებში გადამსხვრეული.
ირმის გაისმის, შორად, ხავილი,
ჭრიჭინობელა სმენას აყრუებს,
და უკუნ ღამეს ბოშა ქალივით
კიდია მთვარე, _ ცალი საყურე.