Litclub.ge
ქალი
ქალი სიტურფით სავსე,
ამშვენებს რიდი, კდემა,
ფიქრებშიც ვერ მოვპარე
დედოფლის დიადემა.
თვალები თაფლისფერი,
ტუჩები მწიფე შინდის,
მე ვერ ვღალატობ ცოლს და
ის კი საკუთარ სინდისს.