ყალბი პოეზიის ეთიკასთან
ახლა უკანასკნელ რაუნდს ველი,
აღმაშენებელი ერთი გვყავდა,
დამანგრეველი კი _ დაუთვლელი.
ძმებთან ძმობაზე უარი ვთქვით,
მტრებთან სუფრაზე წავუთვერით,
თვითონ ვფლანგეთ და ვაპარტახეთ,
რაც სხვებს გადარჩათ წაურთმევი.
გარეთ ძმამტერი გვეღრინება,
სახლში _ ცოლ-შვილი ჩაუცმელი,
კაცი სანდო და ღირსეული
არ დაგვრჩა ძელზე გაუსმელი.
ბაგეზე _ ღიმი უღიმღამო,
გულში კი _ ბოღმა გაუთქმელი,
მოსხეპილ თავზე წამოვისხით
ყველა ხეპრე და გაუთლელი.
ხელში ჩაგვადნა სახელმწიფო,
ერთ დროს ერთი და დაუშლელი,
თითი, ჩახმახზე ასხლეტილი,
თოფი, სიფრთხილით დაუცლელი.
კმარა, შავდილა გვითენია,
კმარა, ურჯულოს დავუძვერით,
კმარა, რაც დღემდე გვითმენია
დასათმენიც და დაუთმენიც.
დასაცველია დაუცველი,
დასახსნელია დაუხსნელი,
დასადგმელია ცხრა უღელი
არა მამული საძარცველად,
მამულისათვის სამხარჯველოდ...
კურთხეულ იქნეს კუთხე-კარით
უტახტო, მაგრამ უტეხარი,
ღმერთს ეთქვას: `უკვე უკეთ არი
საქართველო!”