Litclub.ge

ავი წინათგრძნობა
არც ყაყაჩოთი მორთული ველი,
არც მოქათქათე ნუშის რტოები,
ამ ნიადაგზე ტკივილის ლელი,
ცრემლიან ცოდნით ნასაზრდოები,
იხარებს მხოლოდ. ძალიან ვწუხვარ,
მაგრამ, რომც გვსურდეს,
ვერაფერს შევცვლით...
ჩვენს ცაზე ისევ _ ნისლები უხვად,
კერაზე ისევ _ ჩამქრალი ცეცხლი.