Litclub.ge

დედას
არაფერი არ იცვლება, ნენა,
თეთრი ცხენი ისევ გაღმა რჩება.
ჩაშავდება მზის გაჭრილი ვენა,
ცას დაღუპავს მიწის გამარჯვება.
ალბათ დღესაც ყინვის ღამე მელის,
ალბათ, დღესაც გადამარჩენ, ნენა...
როგორც ქვაზე გაჭეჭყილი გველი,
მემუქრება სისხლიანი ენა.
იღრუბლება მძიმედ უცხო გონი
და მე ჩემი საუკუნე მყიდის.
სად ვეძებო იღბლიანი ფონი,
თუ მდინარეს მიაქვს ყველა ხიდი?!..