ფოთში ნიკოლოზი ჩამობრძანდა,
უავგუსტესი ნიკოლოზ პირველი,
მოიშილიფეს ბანოვანთა,
შესწირეს შესაწირველი...
ანთუ ხორცი ჯიხვისა,
ანთუ ღვინო ბადაგის,
ყანწმა გადიყირმიზა,
გადმოდის და გადადის.
სული მისდის გუბერნატორს,
ლამის მწვადად მიერთვას...
გვირგვინოსნის ნახვას ნატრობს
გარეთ ხალხი მილეთის.
ლხინი ლხინზე გადაება,
ლხინი გალხინმდინარდა
და აზიურ ყაიდაზე
დოლ-გარმონი ბრდღვინავდა.
ჩაეღვარა იმპერატორს ნეტარება
ბებერ გულში _
`ასე კარგად არ მხვდებიან
ჩემს საყვარელ პეტერბურგშიც”...
დაიღალა, გააცილეს ბღავილით და
ფეხქვეშგებით,
ფოთში სთხოვეს და Aაღუთქვა
ნამთვრალევზე სურამს გემი...
თუმც არ იყო ნიკოლოზი პირველი,
არც მეორე.
ალექსანდრეს საქმე გახლავთ მეორის
თუ მესამის,
მაგრამ, განა ყველა რუსი ერთურთს
არ იმეორებს?
ყველა ერთი ბედენაა, აგრემც
თქვენი კვნესა მე.