მადლობა სულო, სხეულს რომ ზიდავ
და ყველა ნება-სურვილს უსრულებ...
იქნებ სიცოცხლე მოფრინავს ციდან
და საით მივალ ნეტა უსულოდ?
ინავლებოდა გული დარდებით:
`მიწა იყავ და მიწად იქეცი...~
სული მონისლულ ცას ჩაბარდება,
მიწა გამოგხრავს შენ უგრილესი...
აუსრულებელს ატარებ წადილს
და მისი ვნებით სხვა სხეულს ეკვრი...
და შენც იღლები... წლები კი გადის,თავს ვეღარ იცავს ყვავილი ეკლით...
ჩემო სხეულო, დიდი მადლობა,
რადგან ცხოვრებას ერთად ვეომეთ...
სიზმარი სულის იყო აღდგომა,
შენ გარდასული გაიმეორე...
. . . . . . . .
და გიხაროდა თვალის გახელის,
როცა ნახავდი ნიშებს სანთლიანს...
მიწაზე რჩება მხოლოდ სახელი,
ცა _ ჩვენი სულის მისამართია...