Litclub.ge

*** "დრო"
დრო – ყველა ღმერთზე ამაყი ღმერთი
ჩურჩულებს: მე ვარ მფლობელი ფერთა,
ეს მე შევღებე სისხლით ფიქრეთი
და მოგისაჯეთ კამათი ბედთან;
ეს ბედი თქვენზე მე გავახელე,
მე დავადევი ეს მორჩილება
მშფოთვარე ხელებს, ძარღვიან ხელებს
აუხსნელ ღამედ და ბორკილებად.