Litclub.ge

სიყვარულისთვის დასჯილი გენი
გარდასულო, წარსულო,
ისევ მეზღაპარები,
სად რეკავენ ნეტავი
ჩემი ტაძრის ზარები?!
საით გადიფერადეს
ჩემი ზეცის ცისკრებმა,
ჩემი ჭრელი ხოხობი
ვისი დანით იკვლება,
ჩემი დავითფერული
ვის ციხეზე ჰკიდია,
ჩემი ნისლა რაშები
ვის ბაგაში მიდიან;
ჩემი დალის დალალი
მკლავზე ვინ გადიყარა,
სად წაიქცა ძლეული
ჩემი ზღაპრის წიქარა,
ან სადაა ქართული
ბჭენი თამარისანი.
უკვე ბოღმით ყმუიან
ალგეთს ლეკვნი მგლისანი,
დაუტორავთ სიმწრისგან
გზები ჩამოხრამული...
მათ დაზრდამდე როგორმე
გავძლებთ მე და მამული