`როგორ გამიბედე ენის შებრუნება~ _
ვიყვირე და...
უწვრილეს ნამტვრევებად მოეფინა იატაკს
ძვირფასი ლარნაკის გამჭვირვალე სი-ცარი-ელე...
შევხედე შვილის მდუმარე სახეს
და სიჩუმემ გააფერმკრთალა ჩემი სიმართლე...
და უცებ გამახსენდი, დედა _
რამდენჯერ,
რამდენჯერ,
რამდენჯერ,
რამდენჯერ შეგიბრუნე ენა,
შენს სახეს კი ასეთივე სიჩუმე აფერმკრთალებდა,
უდანაშაულობის დასტურად...
ახლა დავყურებ
ძვირფასი ლარნაკის უწვრილეს ნამსხვრევებს,
ვუცქერი შვილის გაფითრებულ სახეს
და მძულს
ჩემი `უშეცდომობა~,
ჩემი `განუმეორებლობა~
და უკვე მერამდენედ გემუდარები _
მაპატიე, დედა!