იცვალეს ფერი ელდებმა,
ნურც სხვა ფეთებას ნუ ელი.
გრძელდება, ისევ გრძელდება,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელი.
არც ჩაჩქანი აქვთ, არც _ ტოგა,
სულერთი არის ამინდი,
სიკვდილი იბრძვის მარტოკა,
თავზარდამცემი რაინდი.
ორი მოსისხლე ტანდემი
დაუზოგავი, ხელია.
დღე-ღამე _ სეკუნდანტები
დასასრულს აღარ ელიან.
შავეთის არჩივს გუნდებად
ხან წვიმა ტირის, ხან _ ქარი.
შეწირვის ფასად ბრუნდება
სიცოცხლის დიდი ამქარი.
მხედრებს დააცვდათ ფარაჯა,
კანკალებს შიშით ტყე-ველი.
დამზავებელი არა ჩანს,
არავინაა მშველელი.
გაოცება თუ ჩამოხმა,
წყეული ჟამის გამოა,
გაღმა წასული, გამოღმა
ვეღარასოდეს გამოვა.
იცვალეს ფერი ელდებმა,
ნურც სხვა ფეთებას ნუ ელი.
გრძელდება, ისევ გრძელდება,
სიკვდილ-სიცოცხლის დუელი.