Litclub.ge

ჩაიდანი
ჩაიდანო, რა ხდება? ორთქლს უშვებ,
ჭიქამ ბრაზი გაგინელა.
განუყრელი მეგობრები: კარაქი, ჯემი,
აჰყოლიან დანის ენას.
მურაბა დედოფლობს, ალუბლის ტუჩებით
გაატკბილებს ლამბაქ-ფინჯანს.
ლიმონმა გუნების ასაჭრელად
პირდაპირ მდუღარეში ჩააბიჯა.
ჭიქებმა დაიფინეს ლამბაქები,
თავში კოვზის ცემა დააპირეს.
ცეცხლი გიკიდია, ჩაიდანო?
ჭიქაში ჩარგე ცხვირი, ჩაატირე.