მოჰკიდებიათ ბილიკებს ხავსი,
მზე ჩაეკიდა შემოგარენში,
ავსებულია სიცოცხლის თასი
სასიყვარულოდ ჩემს თბილ მხარეში.
ბიბინებს კორდი, ღელის ნაპირთან,
აყვავებული ტოკავს კესანე,
ვიცი, სიყვარულს ბევრი დამპირდა,
ყველა მიყვარხართ, თქვენი კვნესამე,
მიჰქრიან წლები, ცხოვრებას ჰქონდა
თავისი ყადრი, დროთა ცვალება,
ქვეყნად მოვლენის სიო დაჰქროდა
და იყო ბევრი გარდაცვალებაც...
მახარებს ყველას თბილი ღიმილი,
მესმის ძახილი თქვენი გულისთქმის,
თუმცა ბევრია ქვეყნად ტკივილი,
ღირდა სიცოცხლე სიყვარულისთვის.