მოგდევს ქუჩები
ვნებიან მზერით,
შენი საყურეც
მზესავით ელავს
და იმის გარდა,
ვინც შენ გიყვარდა,
საოცარია,
უყვარხარ ყველას.
დარბაზი სავსე
ტკივილით, თრთოლვით,
შენი ლექსები
იქცა თილისმად
და გულისყურით
გისმენს სუყველა,
ვისთვისაც წერდი
გარდა იმისა.
როცა გაჰყვები
გზებს უკვდავების,
ჩამოეშვება
მწუხარე ფარდა,
სუყველა მოვა
და დაგიტირებს,
ვისთვისაც მოკვდი,
იმ ერთის გარდა.